უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს ქვეყნის სამხრეთის სანაპირო ზონების დაკავება უბრძანა.
მისივე თქმით, ამ მიზნის მისაღწევად უკრაინა დასავლური იარაღით აღჭურვილ საბრძოლო ძალებს აგროვებს.
„ჩვენ გვესმის, რომ ეს პოლიტიკურად და ეკონომიკურად ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საჭიროა. პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო მეთაურს გეგმების შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენერალური შტაბი შეასრულებს დავალებას და გეგმებს დასახავს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.