logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: სასჯელი გარდაუვალია ყველა რუსი მკვლელისთვის
- +

11 ივლისი. 2022. 00:45

 

 

სასჯელი გარდაუვალია ყველა რუსი მკვლელისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში განაცხადა.

 

უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ - იარზე სარაკეტო დარტყმას და განაცხადა, რომ ყველა, ვინც გასცემს ბრძანებებს მსგავსი დარტყმების თაობაზე, ყველა, ვინც მათ ახორციელებს უკრაინის ქალაქების, საცხოვრებელი უბნების მიმართ, აბსოლუტურად განზრახ კლავს.

 

ასეთი დარტყმების შემდეგ ისინი ვერ იტყვიან, რომ რაღაც არ იცოდნენ ან რაღაც ვერ გაიგეს. სასჯელი გარდაუვალია ყველა რუსი მკვლელისთვის, აბსოლუტურად ყველასთვის, ისე როგორც ნაცისტებს. არ უნდა ელოდებოდნენ, რომ მათ მათი სახელმწიფო დაიცავს. რუსეთი პირველი იქნება, ვინც მათ მიატოვებს, როცა პოლიტიკური გარემოებები შეიცვლება",- აღნიშნა ზელენსკიმ.

 

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ჩასივ-იარში, კორპუსზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. დაიღუპა 15 ადამიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner