logo_geo
eng_logo
ომარ ჯიხვაშვილი: იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა
- +

11 ივლისი. 2022. 13:39

 

 

თერჯოლის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ომარ ჯიხვაშვილმა თანამდებობა და პარტიის რიგები დატოვა.

 

ომარ ჯიხვაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, თუ რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყევტილება.

 

„ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ - ყველას გვახსოვს ხომ?

ჰოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს!

 

როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებსა და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.

 

თუ რამდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ, ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, - წერს ომარ ჯიხვაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner