logo_geo
eng_logo
გამოქვეყნდა მესამე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები
- +

11 ივლისი. 2022. 14:54

 

 

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მესამე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.

 

გამოქვეყნებულია იმერეთის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონების 24 ერთეული საძოვრის მონაცემები, მათ შორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 15, დედოფლისწყაროში - 7, ხოლო კასპის მუნიციპალიტეტში - 2.

 

მესამე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო 11 ივლისს და გაგრძელდება 12 აგვისტომდე.

 

დღეის მდგომარეობით, სულ გამოქვეყნებულია მონაცემები 271 საძოვრის შესახებ. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

 

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner