logo_geo
eng_logo
21 აგვისტოს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ მეთერთმეტედ გაიმართება
- +

19 აგვისტო. 2016. 11:50




კვირას, 21 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე, ტრადიციულად ქ. ბათუმში, მეთერთმეტედ გაიმართება საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა „Bridgestone Black Sea Cup-2016", რომელსაც წარმოგიდგენთ  „თეგეტა მოტორსი" და „ბრიჯსთოუნი". ღონისძიება ტარდება ქ. ბათუმის მერიის პატრონაჟით და შსს-ს მხარდაჭერით.



წელს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი" წრიული რბოლის სახით ჩატარდება, სადაც მონაწილეობას  მიიღებენ მხოლოდ GTCC კლასის ავტომობილები. შეჯიბრი გაიმართება საავტომობილო სპორტის ფედერაციის 2016 წლის სპორტული რეგულაციის მიხედვით (კლასი GTCC) და დაშვებული  იქნება  არაუმეტეს  მაქსპერფორმანსით  კლასიფიცირებული საბურავებით აღჭურვილი ავტომობილები.



რბოლა ჩატარდება ქ. ბათუმში, გმირთა ხეივანში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, („ბათუმის კარიბჭესთან"). 2016 წლის „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" საპრიზო ფონდი შეადგენს  10 000 ლარს, რომელიც გადანაწილდება შემდეგნაირად: 1-ლი ადგილი 5 000 ლარი, მე-2-ე  ადგილი 3 000 ლარი, მე-3-ე ადგილი 2 000 ლარი.



რბოლაში  მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და ავტომობილების დახურულ პარკში განთავსება მოხდება შაბათს, 20 აგვისტოს,  19:00-დან 21:00-მდე.



21 აგვისტოს  11:00-დან 12:00-მდე  ჩატარდება პირველი ვარჯიში, 16:00-დან 17:00-მდე მეორე ვარჯიში, კვალიფიკაცია გაიმართება 17:00-დან 18:00-მდე, ხოლო  19:00-დან დაიწყება „Bridgestone Black Sea Cup-2016" გახსნის ოფიციალური ცერემონია და საფინალო რბოლა. ღონისძიებას დაასრულებს ჯგუფი „Goofy Land"-ის  კონცერტი, დასწრება უფასოა!



ღონისძიების გენერალური სპონსორია „მოტული" - პრემიუმ კლასის საავტომობილო ზეთი საფრანგეთიდან. ღონისძიების ოფიციალური მზღვეველია - სადაზღვეო კომპანია „კოპენბური". ექსკლუზიური რადიოპარტნიორი: „ფორტუნა", „ფორტუნა+", „ავტორადიო", „არ დაიდარდო". ოფიციალური ენერგეტიკული სასმელი: „მეთექვსმეტე"


მედიაპარტნიორები: „მარკეტერი", ჟურნალი „OK".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner