logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ჩვენს პირობას დავიცავთ - თითოეულ პუნქტთან მიმართებით ვიმუშავებთ და ჩვენი საზოგადოების ევროპისკენ სწრაფვას გავამართლებთ
- +

11 ივლისი. 2022. 19:01

 

„ჩვენ ჩვენს პირობას დავიცავთ - თითოეულ პუნქტთან მიმართებით ვიმუშავებთ და ჩვენი საზოგადოების ევროპისკენ სწრაფვას გავამართლებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპონენტთა ნაწილი ამაში ჩართვაზე უარს აცხადებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიერ წარსულში გამოჩენილი არაკონსტრუქციულობა ამცირებს იმის იმედს, რომ ის ამჯერად მაინც ჩაერთვება მუშაობაში.

 

„ჩვენ გვახსოვს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთელი 6 თვის განმავლობაში, რადიკალურმა ჯგუფებმა ჩვენი ქვეყანა და საქართველოს პარლამენტი საბოტაჟის რეჟიმში ამყოფეს. ევროპული სტრუქტურები სწორედ მათ მოუწოდებდნენ, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა შეეწყვიტათ, რაც შესაბამის რეზოლუციაშიაცაა ასახული. დღეს ისინი უკვე ევროკომისიისთვის ცდილობენ მაგიდის აყირავებას. „ქართული ოცნების“ გუნდი არის ის ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა და შემდგომშიც გააკეთებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპულ სტრუქტურებსა და ევროკავშირს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner