logo_geo
eng_logo
ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა
- +

19 აგვისტო. 2016. 11:52



18  აგვისტოს ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა „IOI-2016"-ის საზეიმო  დახურვა გაიმართა. ოლიმპიადა წელს ყაზანში ჩატარდა და მასში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას. ოლიმპიადის მონაწილე ქართველმა მოსწავლეებმა ქვეყანას სამი საპატიო მედალი შესძინეს.


წლევანდელ დაძაბულ ოლიმპიადაზე,  რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი გუნდები მონაწილეობდნენ, საქართველო 4 ნიჭიერი მოსწავლით იყო წარდგენილი. გუნდის ოთხი წევრიდან სამმა მოსწავლემ საუკეთესო შედეგი აჩვენა და ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს.


წელს საქართველოს სახელით საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:  გიორგი კლდიაშვილი (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-10 კლასი) - ვერცხლის მედალი, გიორგი სხირტლაძე (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-12 კლასი) - ბრინჯაოს მედალი, ნუგზარ ჩხაიძე (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-11 კლასი) - ბრინჯაოს მედალი, ხოლო ევროპის ოლიმპიადის პრიზიორ ქუთაისელ ბაკურ ცუცხაშვილს უმნიშვნელო ქულა დააკლდა მედლამდე. 


გუნდის ხელმძღვანელის ბატონი გოჩა მანდარიას განცხადებით საკმაოდ რთული ბრძოლა მოუწიათ ქართველ ახალგაზრდებს, მაგრამ მათი მთლიანი შედეგი მიმდინარე ზაფხულში საკმაოდ ნაყოფიერია. მხოლოდ ორ თვეში ეროვნულმა ნაკრებმა ჯამში 6 მედალი მოიპოვა, რაც მისწავლეებისა და პედაგოგების დიდი შრომის შედეგია.

ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა - „IOI" 1989 წლიდან ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მასში მსოფლიოს საუკეთესო გუნდები იღებენ მონაწილეობას. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ოლიმპიადაზე უკვე რამოდენიმე წელია წარმატებით ასპარეზობს.

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner