„აფრიკაში, ჩრდილოეთ ტოგოში, სადაც ივნისის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, აფეთქება მოხდა. შედეგად, შვიდი ბავშვი დაიღუპა“, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
„აფეთქების გარემოებების გასარკვევად და დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის, დაწყებულია გამოძიება“, - აღნიშნულია ტოგოს შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ აფეთქების უკან შეიარაღებული დაჯგუფება დგას, რომელიც ქვეყანაში მეზობელი ბურკინა-ფასოდან შეიჭრა.
13 ივნისიდან, სავანას რეგიონი საგანგებო მდგომარეობის პირობებშია. ტოგოს პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი ქვეყნის არმიაზე ტერორისტული თავდასხმა გახდა.