პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ცნობილი მეცნიერის, ბაჩანა ბრეგვაძის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას მიესალმება:
„ბატონი ბაჩანას მთაწმინდისთვის მიბარება მართალი გადაწყვეტილებაა და ეს იმდენად ბატონ ბაჩანას არ სჭირდება, რამდენადაც - ჩვენ, რომ ვისწავლოთ გონიერების, ღირსების და ნიჭიერების დაფასება.
ძვირფასი უბრალოება!"- აღნიშნავს მაღლაფერიძე.
სახელმწიფო დამკრძალავი კომისიის გადაწყვეტილებით, ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება. ამავე კომისიის რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას სწორედ ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება.
სახელმწიფო დამკრძალავი კომისია პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლით დაკომპლექტდა.
ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.