logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ეს იმდენად ბაჩანა ბრეგვაძეს არ სჭირდება, რამდენადაც ჩვენ, რომ ვისწავლოთ ღირსების, ნიჭიერების დაფასება!
- +

16 თებერვალი. 2016. 23:43



პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ცნობილი მეცნიერის, ბაჩანა ბრეგვაძის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას მიესალმება:


„ბატონი ბაჩანას მთაწმინდისთვის მიბარება მართალი გადაწყვეტილებაა და ეს იმდენად ბატონ ბაჩანას არ სჭირდება, რამდენადაც - ჩვენ, რომ ვისწავლოთ გონიერების, ღირსების და ნიჭიერების დაფასება.

 

ძვირფასი უბრალოება!"- აღნიშნავს მაღლაფერიძე.


სახელმწიფო დამკრძალავი კომისიის გადაწყვეტილებით, ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება. ამავე კომისიის რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას სწორედ  ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება.


სახელმწიფო დამკრძალავი კომისია პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლით დაკომპლექტდა.


ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner