logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: დონეცკის რეგიონიდან მოსახლეობის დაახლოებით 80% ევაკუირებულია
- +

11 ივლისი. 2022. 22:23

 

 

ამჟამად, დონეცკის რეგიონში, დაახლოებით 340 000 (ანუ მოსახლეობის 20,4%) ადამიანი რჩება, დანარჩენი უკვე უსაფრთხო ადგილებშია ევაკუირებული, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

 

„24 თებერვლის მდგომარეობით, დონეცკის ოლქის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუდმივად მაცხოვრებელი 1 670 000 ადამიანი ფიქსირდებოდა. ახლა იქ დაახლოებით 340 000 ადამიანია დარჩენილი“, - განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ.

 

მისივე თქმით, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია და დარჩენილი ადამიანები ასევე საჭიროებენ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, შედარებით უსაფრთხო ზონებში გადაყვანას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner