ამჟამად, დონეცკის რეგიონში, დაახლოებით 340 000 (ანუ მოსახლეობის 20,4%) ადამიანი რჩება, დანარჩენი უკვე უსაფრთხო ადგილებშია ევაკუირებული, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„24 თებერვლის მდგომარეობით, დონეცკის ოლქის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუდმივად მაცხოვრებელი 1 670 000 ადამიანი ფიქსირდებოდა. ახლა იქ დაახლოებით 340 000 ადამიანია დარჩენილი“, - განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ.
მისივე თქმით, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია და დარჩენილი ადამიანები ასევე საჭიროებენ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, შედარებით უსაფრთხო ზონებში გადაყვანას.