პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ უკრაინას მოუწოდა, აღიაროს „სამარცხვინო სიმართლე“ იმის შესახებ, თუ როგორ დახოცეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს 100 000-ზე მეტი პოლონელი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ 1944-1945 წლებში აღმოსავლეთ გალიციაში ომის დროს მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შესახებ სიმართლე მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს და კიევს მოუწოდა, აღიაროს პოლონელების ეთნიკური წმენდა უკრაინელი ნაციონალისტების მიერ.
„საუბარი არ არის შურისძიებაზე. ამაზე უკეთესი მტკიცებულება არ არსებობს, ვიდრე ის დრო, რომელიც ახლა გვაქვს“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა და ისაუბრა ორ ქვეყანას შორის რუსეთის წინააღმდეგ ამჟამინდელ თანამშრომლობაზე.
ანდჟეი დუდას თქმით, უკრაინელებისთვის ეს საკითხი რთულია.
„მათ, ვისაც როგორც მკვლელებს ვიცნობთ, ასევე იყვნენ გმირები უკრაინისთვის და [...] ღრმა რწმენით იბრძოდნენ დამოუკიდებელი და თავისუფალი უკრაინისთვის“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.