logo_geo
eng_logo
შვეიცარიაში გაყინული რუსული აქტივების მთლიანი რაოდენობა 6 მილიარდ დოლარს აჭარბებს
- +

11 ივლისი. 2022. 23:30

 

 

 

7 ივლისის მდგომარეობით შვეიცარიაში გაყინული რუსული აქტივების მთლიანი რაოდენობა 6,84 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ epravda წერს.

 

მედიასაშუალება შვეიცარიის ეკონომიკური საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში 15 უძრავი ქონების ობიექტი გაიყინა. აღნიშნულია, რომ უძრავი ქონება გაყინულია შვეიცარიის ფედერალური მთავრობის ბრძანების შესაბამისად, რომელიც ახორციელებს სანქციებს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით.

 

ამავდროულად, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ხელმძღვანელი იგნაციო კასისი  რუსული აქტივების კონფისკაციის წინააღმდეგ გამოვიდა. მისივე განცხადებით, ეს დემოკრატიის საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას ეწინააღმდეგება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner