logo_geo
eng_logo
კონგრესმენი სპარცი: ბევრ „რესპუბლიკელ“ და „დემოკრატ“ კონგრესმენს კითხვა უჩნდება, როგორ იხარჯება უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სახსრები
- +

11 ივლისი. 2022. 23:48

 

 

ამერიკელმა კონგრესმენმა, ვიქტორია სპარცმა განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ უარყო მისი წინადადება აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით. ამის შესახებ კონგრესმენმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„პრობლემა ერმაკი [უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი] არ არის. თქვენს ქვეყანაში არსებობს პრობლემები, რომლებიც არ გვარდება და როდესაც მე ვკითხულობ, რატომ არ გვარდება ეს პრობლემები, ჩვენი ხალხი მეუბნება, რომ ერმაკის გამო. სწორედ ამიტომ წამოიწია ეს საკითხი“, - აღნიშნა ვიქტორია სპარცმა.

 

ვიქტორია სპარცმა ასევე აღნიშნა, რომ მას და ბევრ „რესპუბლიკელ“ და „დემოკრატ“ კონგრესმენს კითხვა უჩნდება, როგორ იხარჯება უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სახსრები, რადგან ამჟამად არ არსებობს სისტემა, რომელიც ამის გადამოწმების საშუალებას იძლევა.

 

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რასაც გაძლევთ, დაიხარჯოს იქ, სადაც საჭიროა და თქვენმა სამხედროებმა ის მიიღონ. არ გავახმაურებ დეტალებს, თუ ამას ვიტყვი, რუსეთი ისეთ პროპაგანდას დაიწყებს, რომ თქვენ პრობლემები შეგექმნებათ“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner