logo_geo
eng_logo
ხაშურთან ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
- +

12 ივლისი. 2022. 00:22

 

 

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

 

შემთხვევა ხაშურის გასასვლელში, რესტორან ,,დიაოხის“ სიახლოვეს მოხდა.

 

საავტომობილო გზაზე მოძრავი ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად სხეულის უმძიმესი ხარისხის დაზიანებები მიიღო მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, ხაშურში მცხოვრებმა 25 წლის მამაკაცმა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner