აშშ-ში, ოლდ თაუნის პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ხანგრძლივი დევნის შემდეგ დაჭერილი ცხვარია ასახული.
როგორც ირკვევა, ცხვარი მეპატრონის ფერმიდან გაიქცა, ფერმის შემოგარენში ისეირნა, თუმცა ეს ბედნიერება სამართალდამცველებმა დაასრულეს - პოლიციელმა, რომელიც თავადაც ფერმაში ცხოვრობს და ცხოველების მოვლის დიდი გამოცდილება აქვს, მისი დაჭერა და უკან, მეპატრონესთან დაბრუნება შეძლო.