თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ვრცელდება.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, გაურკვეველია მიაწოდა თუ არა ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი სისტემები, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს "ინფორმაცია", რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ირანი ამისთვის ემზადება.
„ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა.