logo_geo
eng_logo
ჯეიკ სალივანი: ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს
- +

12 ივლისი. 2022. 01:38

 

 

თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ვრცელდება.

 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, გაურკვეველია მიაწოდა თუ არა ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი სისტემები, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს "ინფორმაცია", რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ირანი ამისთვის ემზადება.

 

ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner