კუს ტბის საბაგირო გზა, ტექნიკური სამუშაოების გამო, 13 ივლისს 08:00 საათის ნაცვლად, მგზავრთა მომსახურებას 16:00 საათზე განაახლებს.
აღნიშნულ პერიოდში კომპანიის ლაბორატორიული ცენტრის თანამშრომლების მიერ შემოწმდება მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირები. სამუშაოები გეგმურ ხასიათს ატარებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.