„ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი წარადგინა. სანდრა რულოვსი მხარდამჭერებს კორცხელში შეხვდა.
ყოფილი პირველი ლედის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში არაფერი გაკეთებულა, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და ქვეყანა გაჩერებულია.
კორცხელში სანდრა რულოვსთან ერთად დავით ბაქრაძე და ნიკა მელია იმყოფებოდნენ.