logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე პაატა მანჯგალაძეზე: ზრდილობა არ მაძლევს უფლებას, ვთქვა, თუ რას ფიქრობს მასზე ხალხი, მაგრამ დაწერა რა საჭიროა, ისედაც ყველამ იცის
- +

12 ივლისი. 2022. 14:25

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებას ეხმიანება,  რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილმა კარგად თქვა ღარიბაშვილზე, რაც გინდათ, ის დაუძახეთო, მაგრამ ზრდილობა არ მომცემს უფლებას, დავუძახო ის, რასაც მასზე ვფიქრობ“.

 

გია გაბრიჭიძე პაატა მანჯგალაძეს ე.წ. დეპუტატს უწოდებს და ამბობს, რომ პაატა მანჯგალაძემ შეძლო ხალხის გაერთიანება და მათგან შესაფერისი შეფასების დამსახურება.

 

„შეძლო! მაინც შეძლო! მაინცდამაინც ბევრი არ უწვალია, მაგრამ ამ ე.წ. დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ შეძლო ხალხის გაერთიანება და მათგან შესაფერისი შეფასების დამსახურება. ზრდილობა არ მაძლევს უფლებას, ვთქვა, თუ რას ფიქრობს მასზე ხალხი, მაგრამ დაწერა რა საჭიროა, ისედაც ყველამ იცის“, - წერს გია გაბრიჭიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner