2022 წლის 12 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტს გაცნობითი ვიზიტით საქართველოში ბელარუსის ახალი ელჩი, მისი აღმატებულება ვასილი ლისი ეწვია.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ბატონ ვასილის უნივერსიტეტის ისტორია, მისია და როლი გააცნო. ხაზი გაესვა ჩვენი სასწავლებლის განსაკუთრებულ როლს ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში.
ელჩმა აღნიშნა, რომ იცნობს ბატონი ზურაბის იდეას საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ და და ამ თემაზე შექმნილი მისეულ მონოგრაფიასაც საფუძვლიანად გაეცნო.
– ძალიან საინტერესო იდეებისა და მოსაზრებების კრებულია თქვენი წიგნი, ბატონო ზურაბ, – აღნიშნა ბელარუსის დიპლომატიური მისიის თავკაცმა.