„ეს არის ის ღირებულებითი სხვაობა რადიკალ „ნეო-ლიბერალთა“ ბინძურ კასტასა და დანარჩენ საქართველოს შორის, სადაც მიუხედავად უამრავი სახელმწიფოებრივი პრობლემებისა, „უსამშობლო ნაძირლებს“ ხელისუფლებაში არასდროს მოაბრუნებს“, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ტვ „მთავრის“ ჟურნალისტზე, რომელმაც პირდაპირ ეთერში იცრუა.
„ეს არ არის „ფეიკი“ და მონტაჟი... არც დავალებაა არხის ხელმძღვანელობისგან... ეს არის „ნეო-ლიბერალიზმის“ სახე, სადაც მთავარია აღქმა და აზრის ფორმირება, ხოლო რეალობა მე-10 ხარისხოვანია... ეს არის რადიკალური ოპოზიციის ღირებულებითი ორიენტირი - სიცრუე, უტიფრობა, მოდელირება, ფსიქოლოგიური-ტერორი... ეს არის ქართული ჟურნალისტიკის, როგორც დემოკრატიის მთავარი საფუძვლის გაბითურება, გამოთაყვანება და გაბაიბურება... ეს არის ის ღირებულებითი სხვაობა რადიკალ „ნეო-ლიბერალთა“ ბინძურ კასტასა და დანარჩენ საქართველოს შორის, სადაც მიუხედავად უამრავი სახელმწიფოებრივი პრობლემებისა, „უსამშობლო ნაძირლებს“ ხელისუფლებაში არასდროს მოაბრუნებს“, - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.
https://www.facebook.com/KADAGIDZEZURA/videos/760958815091697