logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს ეწვია
- +

19 აგვისტო. 2016. 12:50



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებთან შეხვედრის მიზნით, ამჯერად, სამცხე-ჯავახეთს ეწვია.


მინისტრმა პირველი შეხვედრა ახალციხეში გამართა და ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა. ორსაათიანი შეხვედრის მანძილზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ყველა მოსალოდნელ სიახლეზე, სკოლის კიდევ უფრო განვითარების, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა თუ, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილ პროექტებზე.


შეხვედრა ტრადიციულად ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მასწავლებლებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვის დასმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner