„რუსეთმა უკრაინას 30 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცხედრების გაცვლა ზაპოროჟიეს ოლქში მოხდა. უკრაინული მხრიდან პროცესში ოლეგ კოტენკო, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, გენერალური შტაბი და სხვა სამართალდამცავი უწყებები მონაწილეობდნენ.
ეს იყო გაცვლა თუ ცალმხრივი ტრანსფერი, უკრაინული წყაროები არ აკონკრეტებენ.
ცხედრებს დაღუპულთა ახლობლებს გადასცემენ ღირსეულად დასაკრძალავად.