logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: არ შეიძლება, სამებაში შედიოდე, სანთლებს ანთებდე, ლოცულობდე, გარეთ გამოდიოდე და მის ამშენებელს აგინებდე!
- +

12 ივლისი. 2022. 20:47

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„პოლიტიკური დურდომი, რატომღაც ოპოზიციას რომ უწოდებენ,  ისევ გადავარდა პირად აღქმებში - თურმე, ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი წერილი იმიტომ გამოაქვეყნა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება რეალური გახდა!

 

ამათ ყველაფერი წინასწარ იციან, ესენი ყველაფერს წინასწარ გრძნობენ და ამიტომაც როკავენ წინასწარ.

 

ჰაიმეეეეეეეეეეე!

 

ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, ფულებს წაართმევენ, გააღატაკებენ, დეოლიგარქიზაციას უზამენ და ჩვენ ევროპიელები გავხდებითო.

 

ვერაფერს ვიზამთ, ამათ გონებას ისე ვერ გავანოყიერებთ, რომ რამე ეშველოთ, ანუ ნორმალური აზროვნება ჩამოუყალიბდეთ.

 

ან კიდევ... ესენი რომ გაევროპიელდებიან, ვირი ცხრაჯერ იქნება ლეღვის ტოტზე გასული და გამოსული!

 

ესე იგიო... ღარიბაშვილმა ეგეთი წერილი იმიტომ დაწერა, ბიძინა ივანიშვილს იმიტომ ექომაგება, რომაო... იგივე ბიძინა ივანიშვილს ძაან მაგრად უჭირსო.

 

აბა, კაცო... ნწუ, ნწუ, ნწუ... თურმე ბიძინა ივანიშვილს ძაან მაგრად უჭირს.

 

პირად აღქმებში ხარობენ, ეს ჩემისები, ზეიმობენ და აქვთ ერთმანეთში გადაძახილი!

 

ახლა კი სერიოზულად: ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნისთვის უკვე იმდენი აქვს გაკეთებული, მარსზეც რომ გადასახლდეს, ამას ვერავინ წაშლის, მაშინ საქართველო უნდა გაასწორონ მიწასთან.

 

აი, სწორედ ამას ცდილობენ შიდა და გარეული მტრები... თუმცა, არაფერი გამოუვათ!

 

ა-რა-ფე-რი!!!

 

ეგ არ მოხდება, მაგრამ დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილს რაღაც დოზით დაუსაბუთებლად დაუწესეს სანქციები, ჩაიდინეს არნახული ბოროტება იმის გამო, რომ საქართველო ვერ ჩაითრიეს საომარ ავანტიურაში და ვერ გააკეთეს მილიარდები (როგორც 2007-ში), რას მიიღებს ამით ე.წ. ოპოზიცია? რას მიიღებენ „ნაციონალები“ და მათთან გათანაბრებული პირები? რას მიიღებენ ჭუტლექსები, კეზერვისტები და მათი მონები? რას მიიღებენ ყაბალახიანი თუ უყაბალახო გოიმები?

 

არაფერს! ვერაფერს!

 

ესენი ქართველი ხალხისგან მიიღებენ მხოლოდ სამი თითის კომბინაციას და საერთოდ განადგურდებიან!

 

ამ უბედურებს ისედაც ყავლი აქვთ გასული, ისედაც სულს ღაფავენ!

 

ადრეც დავწერე და ვიმეორებ: ამ კაცს ვინც უსამართლოდ გადაეკიდა, ყველამ ცუდად დაამთავრა!

 

არ შეიძლება, სამებაში შედიოდე, სანთლებს ანთებდე, ლოცულობდე, უფალს ათას სათხოვარს უგზავნიდე, თავი ლამის წმინდანად მოგქონდეს, გარეთ გამოდიოდე და მის ამშენებელს აგინებდე!

 

არ შეიძლება, ეს ადამიანი სიცოცხლეს გჩუქნიდეს, შენი მკურნალობის თანხებს იხდიდეს, ფეხზე გაყენებდეს და შენ მაინც აგინებდე!

 

არ შეიძლება, ამ კაცის ჯიბიდან ყოველთვიურ დახმარებას იღებდე, უზრუნველად ცხოვრობდე და მაინც აგინებდე!

 

არ შეიძლება, ამ კაცის მიერ ნაჩუქარი ბინიდან „ლაივებს“ ახორციელებდე და მასვე ლანძღავდე - ბოლო-ბოლო, სატანა ხარ, შე ჩემა?!

 

არ შეიძლება, ამ კაცის ოჯახს ნათელ-მირონად ეკიდებოდე, მის მიერ ნაყიდ აგარაკზე განცხრობით ფეხს ფეხზე იდებდე და თან აგინებდე!

 

ბოლო-ბოლო, თუ ეს კაცი არ მოგწონთ, დაუბრუნეთ, რაც მოგცათ და ისე აგინეთ. თუ არ დაიბრუნა, აგერ ვარ, მე გადმომიფორმეთ, უარს არ ვიტყვი, შავი ნოდარა ყოველ შაბათს მაინც ათას რამეს მაბრალებს!

 

პირადულს თავი დავანებოთ, ზოგადი ავიღოთ, რაც ამ ადამიანმა თავის ქვეყანას გაუკეთა, ვინმეს ამისი მეასედი, თუნდაც მეათასედი გაუკეთებია? მითხარით, თუ გაუკეთებია და ყველა სიტყვას უკან წავიღებ, ბოდიშს მოვიხდი.

 

საქმეც ის არის, ვერ დამისახელებთ!

 

ამ ადამიანის სახელით ისარგებლეს, ამ ადამიანის ავტორიტეტით ქულები დაიწერეს, ამ ადამიანის გავლენით თეთრ სავარძლებში ჩასხდნენ, გამოდეპუტატნენ, თბილად მოეწყვნენ, ცხოვრება გაიუმჯობესეს, მუდმივობა რომ ვერ გაინაღდეს, მის მუხლებთან რომ ვერ მოკალათდნენ, დაიბოღმნენ, მიტრიალდნენ და გინება დაუწყეს... თან ისაო, სანქციები უნდა დაგიწესდესო.

 

დაუწესდეს და დაუწესდეს, მერე შენ რა ხეირი? ჰო, შენ, 2012-ში ჭუჭყიანი ფლოსტებით რომ დაბოდიალობდი დასეტყვილი ჭუკივით „ქართული ოცნების“ ოფისში და არც კი იცოდი, საარჩევნო სიაში ჩაგწერდნენ თუ არა!

 

დიახ, შენ გეუბნები, შე ჩემა, „ქართული ოცნების“ ოფისის კართან რომ იყავი აყუდებული და იღლიებში ოფლი წურწურით გაგდიოდა, გახსოვს? მერე დარბოდი და იძახდი, ვინც „ნაციონალებს“ ხმას მისცემს, იღლიებში მუწუკები გამოუვაო, ახლა შენ გდიხარ იქ, სადაც იღლიებში მუწუკები გამოსდით და ამ კაცს აგინებ, თან იძახი, უნდა დავამხოო.

 

ბებიაშენის ტრაკმა, შენი დამხობილი არ გაიშვა ყიზილაჯლოს გადასახვევამდე!

რომელი ერთი ჩამოგთვალოთ? რამდენნი გაგიხსენოთ? იმდენნი ხართ, თქვენზე ტომები უნდა დაიწეროს და დაიწერება კიდევაც!

 

ჰა, ჰა, ჰა... ეტყობა, ბიძინა ივანიშვილს მართლა უჭირს, თორემ ირაკლი ღარიბაშვილი ეგეთ წერილს არ დაწერდაო.

 

აი, ამათ რომ უჭირთ ტვინში, ეგრე არავის გაუჭირვო, უფალო!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner