logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია, ელისო ბოლქვაძე და ირაკლი ზარქუა ლატვიის სეიმში შეხვედრებს მართავენ
- +

12 ივლისი. 2022. 21:01

 

 

ლატვიის რესპუბლიკის სეიმთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დიასპორისა და კავკასიის  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა, ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში,  ლატვიის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე აინარს ლატკოვსკისის, თავმჯდომარის მოადგილეს ულდის ბუდრიკსა და  მეგობრობის  ჯგუფის წევრ რაიმონდს ბერგმანისს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე   ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის  საკითხებზე.  მხარეებმა საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის სეიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

 

შეხვედრის შემდეგ აინარს ლატკოვსკისი ტვიტერის საკუთარ გვერდზე  ქართველ კოლეგებთან შეხვედრას გამოეხმაურა:

 

„საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის მიზნით, დეპუტატთა ჯგუფი ჩემი ხელმძღვანელობით, დღეს ქართველ პარლამენტარებს  და საქართველო-ლატვიის მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელს, ბექა ოდიშარიას შეხვდა. განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ნატოსა და ევროკავშირისკენ. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ  ლატვიის რესპუბლიკა  ორივე ორგანიზაციაში საქართველოს დაშვებას  მხარს უჭერს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner