logo_geo
eng_logo
რუს ოფიცრებს უკრაინის ომში ნათესავების ჩართვა არ სურთ - უკრაინის სადაზვერვო სამმართველო
- +

12 ივლისი. 2022. 21:34

 

 

რუს ოფიცრებს უკრაინის ომში ნათესავების ჩართვა არ სურთ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო იტყობინება.

 

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას არ სურს მათი ნათესავებისა და მეგობრების ჩართვა, რომლებიც შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობენ, მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში უკრაინის ტერიტორიაზე. ფრონტზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. მათ ნათესავები სირიაში გადაჰყავთ. გენერლები  სირიას უფრო უსაფრთხო ადგილად მიიჩნევენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

მედიის ცნობით, ოკუპანტები ცდილობენ შეინარჩუნონ უკრაინის დროებით დაკავებული ტერიტორიები ხერსონის ოლქში.

 

ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალების 38-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადაში 26-ზე მეტი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე უარის თქმის გამო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner