logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ჩეხეთის ელჩზე: იმ ქვეყნის ელჩი, სადაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საარჩევნო ბარიერია, აქეთ მოგვიწოდებს ბარიერის დაწევისკენ, ამას არაფერი ჰქვია, თუ არა „ზემოდან ყურება და კარნახი“
- +

12 ივლისი. 2022. 21:44

 

 

„დღეს ჩეხეთის ელჩის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სავსე იყო საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევით და იმ თემებზე აქცენტირებით, რაც დიპლომატის საქმე არაა. გულწრფელად მინდა ვიკითხო, ჩეხეთის ელჩს ვინ ეკითხება, რა საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი? ან რა ლეგიტიმაციით კარნახობს ქვეყანას, როგორი საარჩევნო ბარიერი დააწესოს?“ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას ინტერვიუს, სადაც ის საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ სწრაფად შეუძლია კანონების მიღება. დიდი ხანია განიხილება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც პირველი მოსმენით კენჭი უკვე უყარეს. შეიძლება ერთი კვირა დასჭირდეს და ეს პირობა შესრულდება“.

 

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, იმ ქვეყნის ელჩი, სადაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საარჩევნო ბარიერია, აქეთ მოგვიწოდებს ბარიერის დაწევისკენ.

 

მისი თქმით, ამას არაფერი ჰქვია, თუ არა „ზემოდან ყურება და კარნახი“.

 

„დღეს ჩეხეთის ელჩის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სავსე იყო საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევით და იმ თემებზე აქცენტირებით, რაც დიპლომატის საქმე არაა. თუმცა ამჯერად მინდა თქვენი ყურადღება ერთ კონკრეტულ ფაქტზე გავამახვილო - გულწრფელად მინდა ვიკითხო, ჩეხეთის ელჩს ვინ ეკითხება, რა საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი? ან რა ლეგიტიმაციით კარნახობს ქვეყანას, როგორი საარჩევნო ბარიერი დააწესოს? კარგი, დავარქვათ ამ ტონს, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ჭკუას რომ გვარიგებს, იცით ჩეხეთში როგორი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს? 5 % პარტიებისთვის! 8% კოალიციისთვის და 11% (?!) ისეთი კოალიციისთვის, სადაც 2 და მეტი პარტიაა გაერთიანებული. ანუ რა გამოდის, იმ ქვეყნის ელჩი, სადაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საარჩევნო ბარიერია, აქეთ მოგვიწოდებს ბარიერის დაწევისკენ... ამას არაფერი ჰქვია, თუ არა „ზემოდან ყურება და კარნახი“ და რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად დიპლომატიური პოზიციაა“, - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუკზე.a

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner