logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: „ძალიან კრიტიკულმა მედიამ“ ირაკლი ღარიბაშვილის წერილში, მთელი დღე ბიძინა ივანიშვილის ხსენების დათვლას მოანდომა და მაინც ვერ დათვალა
- +

12 ივლისი. 2022. 22:56

 

 

„თვალეს, თვალეს, ვერ დათვალეს“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციური მედიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, თუ რამდენჯერ ჰყავდა პრემიერ-მინისტრს წერილში ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული.

 

როგორც ქადაგიძე წერს, კრიტიკულმა მედიამ მთელი დღე ბიძინა ივანიშვილის ხსენების დათვლას მოანდომა და მაინც ვერ დათვალა.

 

„ძალიან კრიტიკულმა მედიამ“ ირაკლი ღარიბაშვილის წერილში მთელი დღე ბიძინა ივანიშვილის ხსენების დათვლას მოანდომა და მაინც ვერ დათვალა.  მთავარი არხი: პრემიერ-მინისტრმა 40-ჯერ ახსენა ბიძინა ივანიშვილი;  ტვ პირველი: პრემიერ-მინისტრმა 38-ჯერ ახსენა ბიძინა ივანიშვილი;  ფორმულა: პრემიერ-მინისტრმა 39-ჯერ ახსენა ბიძინა ივანიშვილი. თვალეს, თვალეს, ვერ დათვალეს“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner