logo_geo
eng_logo
რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების შესაერთებლად ემზადება
- +

12 ივლისი. 2022. 23:15

 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო მთელი ქვეყნის ოკუპაცია და ამიტომ ემზადება უკვე დატყვევებული მიწების ანექსიისთვის.

 

სკიბიცკის თქმით, კრემლის ხელისუფლება ემზადება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და ტერიტორიული თვალსაზრისით. როგორ განვითარდება ყველაფერი შემოდგომისკენ გაირკვევა, რადგან 11 სექტემბერს რუსეთი კენჭისყრის ჩასატარებლად ემზადება.

 

„რუსეთის სტრატეგიული მიზანი - ჩვენი ტერიტორიის სრული ოკუპაცია არ არის მიღწეული“, - დასძინა დაზვერვის წარმომადგენელმა.

 

მან ისაუბრა იმ ზომებზე, რომლებსაც რუსეთი დროებით ოკუპირებულ დონეცკის, ხერსონისა და ლუგანსკის რეგიონებში ატარებს და აღნიშნა, რომ ყოველივე მიუთითებს ე.წ. რეფერენდუმებისთვის სისტემატურ მომზადებაზე.

 

გარდა ამისა, თავად რუსეთის ფედერაციაში მზადდება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებმაც უნდა გაამარტივონ მოქალაქეობის მიღების პროცედურა ტერიტორიის ინტეგრაციასთან ან ანექსიასთან დაკავშირებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner