logo_geo
eng_logo
ამერიკელი ტურისტი ვულკან ვეზუვის კრატერში ჩავარდა
- +

13 ივლისი. 2022. 00:53

 

 

 

ამერიკელი ტურისტი ვულკან ვეზუვის კრატერში ჩავარდა, როდესაც დაცემული ტელეფონის ამოღებას ცდილობდა. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, 23 წლის კაცი ვულკანთან იმ ბილიკზე სეირნობდა, რომელზეც გადაადგილება აკრძალულია, რის შესახებაც ტურისტებს გამაფრთხილებელი ნიშნები აფრთხილებს. თუმცა, კაცმა და მისმა თანამგზავრებმა მაინც ეს მარშრუტი აირჩიეს.

 

საბედნიეროდ, კრატერში ჩავარდნის შემდეგ კაცს ხელებსა და წელზე მხოლოდ რამდენიმე ჩალურჯება აღენიშნებოდა. სამედიცინო დახმარება მას ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა აღმოუჩინა. კლინიკაში გადაყვანაზე ტურისტმა უარი განაცხადა. შესაძლოა იტალიის პოლიციამ მას ბრალდებაც წაუყენოს აკრძალულ ტერიტორიაზე შესვლის გამო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner