მომღერალი ზურა ხაჩიძე გადაცემაში „პრიორიტეტი" ქალთა მიმართ მომრავლებულ ძალადობის ფაქტებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ქალებზე ძალადობა ყველაზე დიდი ლაჩრობაა.
„საქართველოში ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც იბადება ბიჭად და შემდგომ ქალზე ძალადობს, ეს არის ყველაზე დიდი ლაჩრობა! როგორ შეიძლება მამაკაცმა ქალბატონზე იძალადოს? მამაკაცს არც ერთ შემთხვევაში არ აქვს უფლება ქალბატონზე იძალადოს. ქალბატონებს უნდა გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ.
არა ერთ პროექტში ვყოფილვარ ჩართული, რომელიც მამაკაცების მხრიდან ქალზე ძალადობას ეწინააღმდეგება. სამწუხაროდ, ხშირად ვგებულობთ, რომ არის ძალადობა მამაკაცენის მხრიდან ქალბატონებზე. ძირითადად ეს რეგიონებში ხდება. მინდა მოვუწოდო მამაკაცებს- ქალბატონზე ხელის აღმართვა ყველაზე დიდი სირცხვილია! ვგმობ ყველანაირ ძალადობას ქალბატონებზე!"- განაცხადა მომღერალმა.