logo_geo
eng_logo
გერმანია 1 აგვისტოდან სრულად იტყვის უარს რუსული ქვანახშირის, ხოლო 31 დეკემბრიდან - რუსული ნავთობის შეძენაზე
- +

13 ივლისი. 2022. 14:55

გერმანია 1 აგვისტოდან სრულად იტყვის უარს რუსული ქვანახშირის შეძენაზე, ხოლო 31 დეკემბრიდან - რუსული ნავთობის შეძენაზე. ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, იორგ კუკისმა განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიაში იმპორტირებული ქვანახშირის 40% და ნავთობის 40% სწორედ რუსეთზე მოდიოდა.

„ნებისმიერმა, ვინც იცის ნავთობსადენ Druzhba-ს ისტორია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა იმპერიის ინსტრუმენტი იყო, ასევე იცის, რომ ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება არაა ტრივიალური საქმე, თუმცა ჩვენ ამას რამდენიმე თვეში შევძლებთ“, - განაცხადა კუკისმა.

ევროკავშირის ქვეყნები რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვაზე აპრილის დასაწყისში, სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში შეთანხმდენ. აკრძალვა 10 აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner