logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას არ გამორიცხავს
- +

19 აგვისტო. 2016. 13:58



უკრაინის პრეზიდენტი საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, მან ეს განცხადება რუსეთსა და უკრაინას შორის ანექსირებული ყირიმის ირგვლივ გამწვავებული ურთიერთობების ფონზე გააკეთა.

მისი თქმით, თუ კვლავ გაგრძელდება ვითარების დაძაბვა დონბასსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის რეგიონში, უკრაინის ხელისუფლება შემოიღებს სამხედრო მდგომარეობას და მობილიზაციას გამოაცხადებს. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner