logo_geo
eng_logo
პაატა ბურჭულაძის პარტია ათობით ადამიანმა დატოვა
- +

19 აგვისტო. 2016. 14:18


 

დღეს პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ნაძალადევის რაიონის 18 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახაბერ ქურციკიძემ.


ასევე სამგორის რაიონის 11 ოლქის საორგანიზაციო სამსახურის უფროსმა გოჩა ბალოიანმა და იმერეთის რეგიონის აღმასრულებელმა მდივანმა სოსო გაბრიჭიძემ.



ამ დღეების განმავლობაში, პარტია დატოვეს ასევე: თბილისის შტაბის უფროსმა, ისნის #10 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელმა მდივანმა იოსებ ხიმშიაშვილმა 25-მდე წევრთან ერთად.


ამავე დღეს, „სახელმწიფო ხალხისთვის" აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ათობით აქტივისტმა დატოვა. 


18 აგვისტოს, „სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ პინაიშვილმა 180 წევრთან ერთად.


ასევე, პარტიის დატოვების შესახებ განცხადებები გააკეთეს პარტიის ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმა თემურ ლურსმანაშვილმა და ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ზაზა ჭურღულიამ.


გასულ კვირას, „სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვეს ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ბუკიამ და 80-მდე აგიტატორმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner