logo_geo
eng_logo
აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი აღიარებს, რომ უცხო ქვეყნებში სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა
- +

13 ივლისი. 2022. 17:13

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი ჯონ ბოლტონი აღიარებს, რომ უცხო ქვეყნებში სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა. CNN-თან ინტერვიუში ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ იგი თავისი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანას პუტჩის მოწყობაში დახმარებია.

ამ თემაზე მან კაპიტოლიუმზე გასული წლის 6 იანვარს მომხდარ თავდასხმაში დონალდ ტრამპის შესაძლო ბრალეულობაზე კომენტირებისას ისაუბრა.

ჯონ ბოლტონი გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩია, იგი ტრამპის ადმინისტრაციაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის პოსტს იკავებდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner