ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის მოსალოდნელ ვიზიტზე ისაუბრა, რომელიც მომავალ კვირაში უნდა განხორციელდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პასუხობს კითხვას რა ექნება მმართველ გუნდს ევროპარლამენტარებისთვის სათქმელი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების შესახებ.
„მე ვფიქრობ, რომ ალბათ ამ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ ჩვენ სამუშაო პროცესი გვაქვს დაწყებული. ევროპარლამენტარებს კარგად ესმით თუ რას ნიშნავს სამუშაო პროცესი, იმის დანახვა თუ რა საკანონმდებლო ცვლილებებია გასატარებელი ამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და რას ნიშნავს საკანონმდებლო ცვლილებების გატარების პროცესი. ჩვენს გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და დღე არ გავა, რომ ამ გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები არ იმართებოდეს საქართველოს პარლამენტში“, - ამბობს ქადაგიშვილი.
დეპუტატმა რადიკალურ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორს პროცესში ჩართვისკენ კვლავ მოუწოდა.