logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: გარდა ევროკომისიის 12 მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ასრულებს იმ სხვა ვალდებულებებს, რაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული
- +

13 ივლისი. 2022. 18:34

"გარდა ევროკომისიის 12 მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ასრულებს იმ სხვა რეკომენდაციებსა და ვალდებულებებს, რაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული," - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიისგან უფრო სიღრმისეულად არის დანახული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი.

ვფიქრობ, ევროკავშირში დაინახეს, რომ უფრო პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოსთვის ევროპერპექტივის მიცემამ და დეკემბრისთვის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებამ. დაინახეს, რომ ეს არა კონსოლიდაციის მიზნით გამოიყენა პოლიტიკურმა სპექტრმა, არამედ ახალი ბარიერისთვის, რომ თუ პოლიტიკური მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და შედეგი არ დაიდება სხვა შიდა პოლიტიკური პროცესების განვითარება მოჰყვებოდა ამას. ვფიქრობ, ევროკომისიამ და ევროსაბჭომ ეს საშიშროება დაინახა და სიმწვავის მოხსნის მიზნით შემოიტანეს ეს გადაწყვეტილება და ამავდროულად მათი სურვილი, რომ დეპოლარიზაცია და რევოლუციურ სცენართან მიახლოებული დღის წესრიგი მოიხსნას საქართველოსთვის და მართლაც კონცენტრირება მოხდეს რეკომენდაციების შესრულებაზე. ვფიქრობ, ევროკომისიისგან უფრო სიღრმისეულად არის დანახული ეს პროცესი და ეს უკვე განიხილება როგორც გაფართოების მთელი პაკეტი. გარდა ამ 12 მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ასრულებს იმ სხვა რეკომენდაციებსა და ვალდებულებებს, რაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner