logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის 2 მილიონი მოქალაქე რუსეთში გადაიყვანეს, საბუთები წაართვეს და შორეულ რაიონებში გადაჰყავთ
- +

13 ივლისი. 2022. 19:24

 

 

„რუსეთმა იძულებით გადაიყვანა უკრაინის ორი მილიონი მოქალაქე, მათ შორის რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი, კიდევ ათიათასობით უკრაინელი იმყოფება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფილტრაციის ბანაკებში“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სეულში აზიის ლიდერთა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველა მათგანი მოკლებულია კომუნიკაციას და ისინი რუსეთის შორეულ რაიონებში მიჰყვათ.

 

„უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს რიცხვი - ორი მილიონი ადამიანი. ამდენი ჩვენი მოქალაქე უკვე წაიყვანეს რუსეთში, მათ შორის რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი. ზუსტ ციფრებს ვერავინ დაასახელებს - ყველა მოკლებულია კომუნიკაციის საშუალებას, მათ ართმევენ დოკუმენტებს, აშინებენ და ცდილობენ, გადაიყვანონ რუსეთის შორეულ რაიონებში, რათა რაც შეიძლება მეტად გაუჭირდეთ სახლში და სამშობლოში დაბრუნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner