„აჭარაბეთ არენაზე“ ვარსკვლავთა ხეივანს საფუძველი ჩაეყარა. პირველი ვარსკვლავი თასების მფლობელთა თასის მფლობელ რევაზ ჩელებაძეს გაუხსნეს. ჩელაბაძემ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩით ასახელა საქართველო და კარიერის დასრულების შემდეგ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს ახალ თაობას.
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები ესწრებოდნენ. ჩელებაძის ვარსკვლავის გახსნის ორგანიზატორები არიან კულტურის პალატა და „აჭარაბეთ არენა“.