logo_geo
eng_logo
შიდა ქართლში მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებზე რამდენიმე თვის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, დააკავეს
- +

13 ივლისი. 2022. 22:02

 

 

ქვემო ქართლში ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მოსწავლეებზე რამდენიმე თვის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. მსხვერპლი 11 და 12 წლის გოგონები არიან. კაცის წინააღმდეგ იდენტიფიცირებულია დანაშაულის 6 ეპიზოდი.

 

მასწავლებელი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ფაქტები მოსწავლეებმა გამოიგონეს. ცნობილია, ასევე, რომ ბრალი წარუდგინეს ამავე სკოლის დირექტორს, რომელმაც აღნიშნული დანაშაულის შესახებ იცოდა და ინფორმაცია დამალა, თუმცა პირველი ინსტანციის მოსამართლემ მადონა მაისურაძემ, საქმეში დირექტორის პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და მის მიმართ გამოსცა განჩინება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც სკოლის დირექტორს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა სექტემბერში დაიწყება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner