თურქეთში ავტოავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
გარდაცვლილი ქალბატონის საქართველოში გადმოსვენების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გარდაცვლილი თურქეთში 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
ავტოავარია თურქეთის ბანდას რაიონში მოხდა. სამგზავრო ავტობუსი შიდა რეისს ასრულდებდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ავარიის შედგად დაიღუპა ორი და დაშავდა 20-მდე ადამიანი.