logo_geo
eng_logo
სტამბოლში ოთხმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდნენ, შეიქმნას საკოორდინაციო ცენტრი უკრაინული მარცვლეულის საზღვაო გზით ექსპორტისთვის
- +

13 ივლისი. 2022. 22:56

 

 

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ სტამბოლში ოთხმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდნენ, შეიქმნას საკოორდინაციო ცენტრი უკრაინული მარცვლეულის საზღვაო გზით ექსპორტისთვის.

 

„ოთხმხრივ შეხვედრაზე შეთანხმებას მივაღწიეთ ტექნიკურ საკითხებზე, როგორიცაა ერთობლივი კონტროლი პორტის გასასვლელ პუნქტებზე და სანავიგაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა გადაჯდომის მარშრუტებზე“, - აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

 

მისი თქმით, მომავალ კვირას უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს თურქეთში, რათა ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და შესაბამის შეთანხმებას მოაწერონ ხელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner