logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: „ნაცმოძრაობა 2“ - პაატა ბურჭულაძის ვაშაძე-ჯაფარიძესთან გაერთიანების ფორმულირება
- +

19 აგვისტო. 2016. 14:25



პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პაატა ბურჭულაძის ვაშაძე-ჯაფარიძესთან გაერთიანებას „ნაციონალურ მოძრაობა 2"-ს უწოდებს.


ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამ გაერთიანებით დისკრედიტირებული „ნაციონალური მოძრაობის" ტრანსფორმირებას ცდილობს.


„გასაგები ენით რომ ვთქვათ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა 2". ბატონი სააკაშვილი საკმაოდ მარტივი ფორმულით მოქმედებს. „ნაციონალური მოძრაობა" სრულიად დისკრედიტირებულია. ბარამიძეები, თარგამაძეები და მაჭავარიანები ვერანაირ სიმპათიებს ვერ მოიპოვებენ, ამიტომ სააკაშვილმა მარტივი ხრიკით გამოაცალკევა არადისკრედიტირებული სახეები - ვაშაძე-ჯაფარიძე, რომლებიც მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის" ტრანსფორმირებას შეძლებენ.

 

რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის მატარებელ და გამზიარებელ, „ჩაძირული გემიდან გადმომხტარ" ნაციონალებთან. ამასთან ერთად, სააკაშვილი შეეცადა, ისინი ბურჭულაძით შეელამაზებინა.

 

საერთო ჯამში მივიღეთ პროექტი, რომლითაც სააკაშვილი შეეცდება, ძველი ძალა ჩაანაცვლოს. ეს პროექტი, მე პირადად, ძალიან მახარებს, რადგან საზოგადოება მარტივად დაინახავს ამას. დააკვირდით - ერთ საღამოს დააანონსეს გაერთიანება და მეორე მხრივ, ბლოკი შექმნეს. რომ არა ერთი ავტორიტეტული თავის მართვა, ასე არ განვითარდებოდა მოვლენები", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი საუბარში.


პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკურ მოძრაობას „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანს" 18 აგვისტოს შეუერთდა. ახალი პოლიტიკური პლატფორმის სახელწოდება - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" იქნება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner