logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე და ამავდროულად, იძენდეს იარაღს
- +

14 ივლისი. 2022. 01:45

 

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი ევროკომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე და ასევე, იძენდეს იარაღს.

 

მისი თქმით, მისასალმებელია ევროკავშირის ქვეყნების განაცხადი თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ.

 

„ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ საერთო ჯამში დაახლოებით 200 მილიარდი ევროთი, მისასალმებელია. თუმცა, თუ არ გაიზრდება წილი, რომელიც ერთობლივ შემუშავებასა და შესყიდვაზე იხარჯება, არსებობს რისკი, რომ ამ დამატებითი ინვესტიციების დიდი ნაწილი დაიკარგება. ჩვენ გვჭირდება მეტი დისლოცირებადი და ურთიერთმოქმედი ძალები, რომლებიც მზად არიან, გადახედონ საფრთხეებისა და რისკების სრულ სპექტრს. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებმა მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვაზე და ამავდროულად, შეიძინონ იარაღი“, - განაცხადა ბორელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner