logo_geo
eng_logo
მიხაილო პოდოლიაკი ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებაზე: შეიძლება, მოგვიანებით დამოუკიდებელი ბურიატია და ტივას დემოკრატიული რესპუბლიკა აღიაროს
- +

14 ივლისი. 2022. 01:51

 

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ჩრდილოეთ კორეის მიერ „დონეცკის რესპუბლიკის“ „დამოუკიდებლად“ აღიარებას გამოეხმაურა.

 

„ძალიან მომწონს უბრალო „პოლიტიკური ანეკდოტები“, სადაც „სულელის“ ტრადიციულ როლს აუცილებლად რუსი პროპაგანდისტები ასრულებენ... ასე რომ, დღეს ამ ანეკდოტურ გმირებს აქტიურად უხარიათ მნიშვნელოვანი „საგარეო პოლიტიკური გამარჯვება“. ვლადიმერ პუტინი კი ემზადება ახალ პარტნიორ ქვეყანაში ვიზიტისთვის - ირანი, ჩრდილოეთ კორეა... დანაშაულებრივმა ჯგუფებმა „დონეცკის რესპუბლიკა“ აღიარეს.

 

და მაინც, ცუდი ამბავი მაქვს „რუსული სამყაროს“ მხარდამჭერებისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეიძლება, დამოუკიდებელი ბურიატია და ტივას დემოკრატიული რესპუბლიკა აღიაროს”, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

 

ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner