„NATO უკრაინის ალიანსში მიღებაზე ორიენტირებული არ არის“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, ახლა NATO-ს მთელი ძალისხმევა უკრაინის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზეა მიმართული.
„NATO ორიენტირებულია უკრაინის იარაღით დახმარებაზე და არა ალიანსში მიღებაზე“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა ევროპარლამენტის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ შეხვედრაზე.