სოციალური ქსელ „Twitter"-ის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის თებერვლიდან ექსტრემიზმის პროპაგანდის გამო 235 ათასი გვერდი დაბლოკა.
ბოლო 12 თვის განმავლობაში ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის დაბლოკილი გვერდების რაოდენობამ 360 ათასს მიაღწია.
როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია აცხადებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დღეში ბლოკირებული ექაუნთების რაოდენობა 80 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით ბევრი გვერდი აიკრძალა მასშტაბური ტერაქტების შემდგომ დღეებში.
„Twitter"-ის ხელმძღვანელობა აღიარებს, რომ სოციალურ ქსელს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ექსტრემისტები მარტივად ავრცელებენ თავიანთ პროპაგანდას და ქმნიდან ახალ გვერდებს.